Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რუმინელი პროფესორის საჯარო ლექცია

21 მარტს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა რუმინელი მეცნიერის, ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტის (Alexandru Ioan Cuza University of Iasi, Romania) ფინანსების მიმართულების პროფესორის ანტონ სორინ გაბრიელის (Prof. Dr. Anton Sorin Gabriel) ინგლისურენოვანი საჯარო ლექცია თემაზე: Financing New Ventures: Theoretical Background and Empirical Evidence from CEE Countries.

ლექციას ესწრებოდნენ თსუ ფინანსების მიმართულების სტუდენტები. ლექციის დაწყებამდე სტუდენტებს რუმინელი სტუმარი წარუდგინა თსუ ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ასისტენტ პროფესორმა თამარ კბილაძემ. შეხვედრამ დიდი ინტერესით ჩაირა და გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.